პუტინმა თავდასხმისთვის შობა განზრახ აირჩია, რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაჰუმანური? - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"70-ზე მეტი რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები და ასზე მეტი დრონი. სამიზნე ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ისინი უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვის მცდელობებს აგრძელებენ", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების უმეტესობა ჩამოაგდეს:

"რუსული ბოროტება უკრაინას ვერ გატეხს და შობას ვერ ჩაშლის".

25 დეკემბერს, უკრაინაში ქრისტეს შობის აღნიშვნის დღეს, რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე მასიური იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად სერიოზულად დაზიანდა დონბასის ენერგეტიკული კომპანიის ინფრასტრუქტურა.

"რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი ტერორისტული იერიში მიიტანა.

მასიური იერიშის შედეგად სერიოზულად რამდენიმე თბოელექტროსადგური. თავდასხმის დასრულებისთანავე ჩვენმა თანამშრომლებმა აღდგენითი სამუშაოები დაიწყეს". – წერია განცხადებაში.