უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა.

„რუსები ომს თავს არ ანებებენ და დონეცკის რეგიონში გაზაფხულზე შეტევას ამზადებენ. მნიშვნელოვანია, ჩვენი პოზიციები მყარი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ბრიგადები საკმარისად იყვნენ უზრუნველყოფილი. ბიჭები ღირსეულად დგანან. სწორედ ასე განაგრძობს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დიპლომატია და ჩვენი ხალხი. ბოროტება უნდა შეჩერდეს. უკრაინელები სწორედ ამას აკეთებენ აქ, დონბასში. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის მხარეს დგას. მადლობა ყველას, ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის და სიცოცხლეს იცავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.