ყველის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში მიმდინარეობდა, გამარჯვებული გამოვლინდა.
მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 4502 დასახელების ყველიდან საუკეთესოდ აღიარებული იქნა ნურ-ტრიონდელაგის საჰერცოგოს ინდეროის მუნიციპალიტეტის სოფელ განგშტადის ფერმერული მეურნეობის ცისფერობიანი ყველი - Nidelven Blå.
ნორვეგიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა პრესასთან საუბარში სიამაყით აღნიშნა, რომ ნორვეგიულმა ყველმა მესამედ იზეიმა გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე.
პირველად ეს 2016 წელს მოხდა ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში, სადაც საუკეთესოდ ცისფერობიანი „კრაფტკარი" აღიარეს, მეორედ კი 2018 წელს, ბერგენში, სადაც მსოფლიო ჩემპიონი „ფანაოსტი" გახდა.
წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატში 43 ქვეყნის ყველის მწარმოებლები მონაწილეობდნენ. ჟიურის შემადგენლობაში 264 ექსპერტი იყო.
ყველის მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1988 წელს, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა. ჩემპიონატზე წარდგენილი 293 სახეობის ყველიდან დაახლოებით 250 დიდი ბრიტანეთიდან იყო.
Gangstad Gårdsysteri-ის ცისფერობიანი Nidelven Blå პასტერიზირებული ძროხის რძისგან იწარმოება. არის რბილი ყველი, რომელიც მწიფობასთან ერთად იცვლის გემოს და მაგრდება და იცვლის გემოს. საუკეთესო გემოს იღებს 4-10 თვის შემდეგ. Nidelven Blå განსაკუთრებით კარგია ლეღვთან და პორტვაინთან ერთად.
MENY.NO-ს თანახმად, ერი კილოგრამი Nidelven Blå-ს ფასი 56 დოლარია.




