გინესის რეკორდების წიგნი იუწყება, რომ გარდაიცვალა მსოფლიოში ყველა ხანდაზმულად ცნობილი ძაღლი, სახელად ბობი.

სუფთა სისხლის Rafeiro do Alentejo (პორტუგალიური მოდარაჯე ძაღლი, პორტუგალიური მასტიფი, ალენტაჟუს მასტიფი), სახელად ბობი, 1992 წლის 11 მაისს დაიბადა პორტუგალიის ლეირიას ოლქში, სოფელ კონკეიროსში. მასთან ერთად დაბადებული სამი ლეკვი უფროსებმა დედის სახლიდან მცირე ხნის გასვლის დროს  ორმოში ჩაყარეს, ბობი კი შეშის გროვაში იყო შემალული და ვერ შენიშნეს. მას ჩუმად პატარები უვლიდნენ და უკვე თვალებგახელილი უფროსებმა მოსაკლავად აღარ გაიმეტეს. 

დაბადების თარიღის შესახებ მტკიცებულებების მიღების შემდეგ, 1923 წლის 2 თებერვალს, ბობი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს.  მანამდე ცნობილი ყველაზე ხანდაზმული ძაღლი იყო 1910-1939 წლებში მცხოვრები, 29 წლის და 5 თვის  ავსტრალიელი მეცხვარის ჯიშის ძაღლი ბლუი. 

ოჯახში, სადაც ბობი ცხოვრობდა, აღნიშნავენ რომ ის არასდროს ყოფილა დაბმული და ყოველთვის ჭამდა იგივე საჭმელს, რასაც ოჯახის წევრები. სიცოცხლის ბოლო წლებში ბობი ნაკლებად მოძრაობდა და დროის ძირითად ნაწილს სახლის უკანა ეზოში, თავის მეგობარ ოთხ კატასთან ერთად ატარებდა. 

11 მაისს, ბობის 31-ე დაბადების დღეზე, 100-ზე მეტი კაცი იყო მიწვეული. ზოგი მათგანი პორტუგალიაში სპეციალურად, ბობის დაბადების დღის მისალოცად ჩავიდა.