ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, ყირგიზეთის პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა, — ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირები ეჭვმიტანილები არიან დედაქალაქ ბიშკეკში სპორტული თამაშებისა და სხვა შეჯიბრებების გამოყენებაში არეულობის გაღვივებაში.
"ეროვნული სპორტული თამაშების გამოყენებით და ძალადობრივი არაკონსტიტუციური მოწოდებებით გეგმავდნენ სიტუაციის დესტაბილიზაციას 17 ნოემბერს ძალაუფლების ძალადობრივი ხელში ჩაგდების მიზნით", — აცხადებენ სამინისტროში.