ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.

პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ ტოყაევის ბრძანებულება განიხილება, როგორც მის მიერ დაპირებული რეფორმების ნაწილი.  

ტოყაევმა პარლამენტის დეპუტატებთან ერთად ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება ყველა დონის დეპუტატებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ახალი არჩევნების თარიღად 19 მარტი გამოცხადდა.

ტოყაევის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ახალ არჩევნებს შეუძლია "ახალი იმპულსი მისცეს ქვეყნის მოდერნიზაციას".