აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა დაავალა პენტაგონის ხელმძღვანელობას და ამერიკის სარდლობას, მოამზადონ გეგმა, რათა თავდაცვის ბიუჯეტი 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 8%-ით შეამცირონ, – იუწყება The Washington Post ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ჰეგსეთის განკარგულებაში მითითებულია, რომ გეგმა 24 თებერვლისთვის უნდა იყოს მზად.
"შემცირება არ უნდა შეეხოს 17 კატეგორიას, მათ შორის აშშ-ის სამხედრო საზღვრებზე მიმდინარე ოპერაციას, ბირთვული იარაღის მოდერნიზებასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე წყალქვეშა ნავებისა და კამიკაძე დრონების შესყიდვას.
2025 წელს პენტაგონის ბიუჯეტი დაახლოებით 850 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუ ჰეგსეთის მოთხოვნა შესრულდება, ეს გამოიწვევს ყოველწლიურად ათობით მილიარდი დოლარის ჩამოჭრას, რაც 2013 წლის შემდეგ პენტაგონის დაფინანსების ყველაზე დიდი შემცირება იქნება.
ჰეგსეთის განკარგულება საყურადღებოა იმითაც, რაც შიგ არ წერია. მიმართულებების ჩამონათვალში, რომელთა დაფინანსებაც უნდა შენარჩუნდეს, არ არის ნახსენები ევროპული სარდლობა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერის საქმეში. ასევე - ცენტრალური სარდლობა, რომელიც მართავს ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში და აფრიკული სარდლობა, რომელსაც მთელ კონტინენტზე რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო ექვემდებარება", – იტყობინება The Washington Post.