სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა დღეს დილით ტელარხ Pink-ის ეთერში გააკეთა. 

პრეზიდენტმა კითხვას, რას მიიჩნევს იგი სტაბილურობის შენარჩუნების გასაღებად, უპასუხა, რომ თანამედროვე სამყაროს პირობებში სტაბილურობის შენარჩუნება სულაც არაა ადვილი.

„ვფიქრობ, რომ გადამწყვეტია ჩვენი სიმტკიცე მშვიდობის შენარჩუნების შესახებ საკითხში. მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ. და სხვა საკითხების გადაჭრისადმი ერთგულება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გამოფენისთვის ყველა მზადება 1 სექტემბრამდე დავასრულოთ (2027 წელს 15 მაისისთვის ბელგრადში დაგეგმილია მსოფლიო გამოფენის, „ექსპო 2027“ გახსნა - „აიპრესი“). ეს ნიშნავს მრავალი საავტომობილო და სარკინიგზო გზის გახსნას. ეს წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საუკეთესო წელი უნდა იყოს და ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ იქნება თუ არა დაბრკოლებები და სირთულეები? რა თქმა უნდა, იქნება“, - თქვა ვუჩიჩმა და კომენტარი გააკეთა ეპშტეინის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე და დასძინა, რომ ირანზე თავდასხმას 48 საათში ელის.

„როცა ასეთი იდიოტიზმი ჩნდება, მაშინ, როგორც ეს იყო მონიკა ლევინსკის შემთხვევაში, ვიღაც იწყებს ვინმეს დაბომბვას. დააჩქარებენ თუ არა ისინი გადაწყვეტილების მიღებას? თითქმის დარწმუნებული ვარ, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებმა საკუთარი დღის წესრიგის შესაბამისად შეთხზეს ისტორია „სარაევოს საფარის“ შესახებ და ამ აშკარა ტყუილით ხალხის მის წინააღმდეგ განწყობას შეეცადნენ.

ოპონენტები „ყველაფერს თავდაყირა აყენებენ“ და ახლა აცხადებენ, რომ ხუთი ტონა მარიხუანას აღმოჩენის სკანდალის უკან სახელმწიფო დგას. სერბეთის პროგრესული პარტიის ადგილობრივი ჩინოვნიკის საკუთრებაში არსებული ხუთი ტონა მარიხუანის აღმოჩენის და ჩამორთმევის ოპერაცია კრიმინალური პოლიციის დირექტორატმა ჩაატარა. „მხოლოდ შვილმა იცოდა ამის შესახებ, თუ შვილმაც და მამამაც, სხვა საკითხია; კომპეტენტურმა ორგანოებმა გადაწყვიტონ. არ ვაპირებ ვარაუდებს. ეს ოპერაცია ჩვენ ჩავატარეთ“, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ჩაერია და ამის შესახებ არცერთი ტაბლოიდის პირველ გვერდზე არ წერენ. გაზეთებში ამ ამბის შესახებ სტატიები რამდენიმე გვერდზეა, შენ კი ასეთ სისულელეებს წერ. საოცარია ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ყველაფერს თავდაყირა აყენებენ, - განაცხადა ვუჩიჩმა

პრეზიდენტმა ასევე გააკეთა კომენტარი მედიით გავრცელებულ ბლოკირების ორგანიზატორი ზოგიერთი სტუდენტის ზანზიბარში დასვენების ამსახველ ფოტოებზე.

დიახ, ესენი არიან ჩვენი სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ ფული, მაგრამ უკეთიათ Rolex-ები და მათთვის არაა პრობლემა ზანზიბარში ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროებში ცხოვრება. მიხარია, რომ მათ შეუძლიათ მზის აბაზანების მიღება და ცხოვრებით ტკბობა, - თქვა ვუჩიჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სხვა ადამიანებს სურთ ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრა, ქვეყნის პრობლემების გადაჭრის საკუთარი რეცეპტის შეთავაზება და მაგალითად მოიყვანა ტრამპის „მშვიდობის საბჭო“ და დირექტორთა საბჭოში გაწევრიანების მოთხოვნები.

ხუმრობით ვკითხულობ, რა ღირს და მთელი დღე სერიოზულად მპასუხობენ. ვიოსა ოსმანს (ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს პრეზიდენტი - „აიპრესი“) ამდენი ფული არ აქვს. მთელ ამ ყალბ სახელმწიფოს არ აქვს ამდენი ფული. ეს თანხა პრიშტინას ბიუჯეტს სამჯერ აღემატება. ბევრმა ქვეყანამ მიიღო მიწვევა თანხის გადახდის გარეშე. მათ იცოდნენ, რომ ეს 15-20 ქვეყანა მაშინვე დათანხმდებოდა და ამიტომ ღონისძიება მოაწყვეს. ალბანელებისთვის, როდესაც რაღაცის მოგვარებაა საჭირო, ამას თურქები და უფრო დიდი მოთამაშეები აკეთებენ, როგორც ეს სირიაში ალ-შაარის შემთხვევაში იყო, - თქვა ვუჩიჩმა და გაიხსენა, ის პერიოდი, როდესაც სერბეთის საქმეებში ჩარევა სტუდენტების ხელით მოინდომეს.

აცხადებდნენ, რომ სტუდენტებს სამართლიანობა სურდათ, მე კი ვამბობდი, რომ ეს კლასიკური ფერადი რევოლუცია განხორციელების მცდელობა იყო. ქვეყნისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად ჩვენ ბრძოლა დავიწყეთ და შევძელით განსაცდელისთვის თავის არიდება, - თქვა ვუჩიჩმა და ამასთან დაკავშირებით გაიხსენა, რომ „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის დროს 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სერბეთში კი არავინ დაღუპულა.

მან ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ მედია, რომელიც წარმოუდგენელ სიცრუეებს ავრცელებდა სერბეთთან და მის ხელმძღვანელ პირთა წინააღმდეგ, ამართლებს ყველა უბედურებას, რაც სხვაგან ხდება და მაგალითად ამჯერად ესპანეთის რკინიგზაზე მომხდარი ავარიები მოიყვანა.

„არ არსებობს საბაბი, რომელსაც ისინი არ გამოიყენებენ... ისინი ყველაფერს გაამართლებენ და ჩვენ ვართ მკვლელები აქ... იციან, რომ იტყუებიან“, მაგრამ „მათ ეს არ აინტერესებთ, ისინი ამას ათასჯერ გაიმეორებენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მისთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მოსმენა, თუმცა, მთავარი ქვეყნის ინტერესების, მისი ხალხის, მისი კონსტიტუციის დაცვაა.

„მე თავისუფალი, მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი პრეზიდენტი ვარ! გადაწყვეტილებებს კონსტიტუციისა და ხალხის საჭიროებების შესაბამისად ვიღებ და ვერავინ გადაწყვეტს, რას მოვაწერ ხელს!“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ეს კანონები არ უნდა მიგვეღო და არ უნდა გაგვენაწყენებინა ევროკავშირი“ და „გაკვირვებულები დარჩნენ, მე რომ ამ კანონებს მოვაწერე ხელი“ (ვუჩიჩი საუბრობს პარლამენტის მიერ ამ დღეებში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ტერიტორიული სასამართლოებისა და პროკურატურის, ასევე უმაღლესი პროკურორების საბჭოს მუშაობაზე და რომელმაც ევროკომისიის მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა, „მოვუწოდებთ სერბეთის პარლამენტს, რაც შეიძლება მალე გადახედოს ამ კანონებს და სასამართლო კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს შეუსაბამოს;“. ეს ცვლილებები „სერიოზული უკან გადადგმულ ნაბიჯია“ და მიღებულია „ძალიან ნაჩქარევად და გაუმჭვირვალე გზით, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე“. „ალბანეთი და მონტენეგრო ძალიან სწრაფად მიიწევენ წევრობისკენ, ხოლო სერბეთი საპირისპირო მიმართულებით მიდის“ და მე, „ნამდვილად არ მესმის, რატომ ხდება ეს და ჩვენ არ გვინდა ამის დანახვა“, - განაცხადა ცვლილებების მიღების შემდეგ ევროკომისარმა მარტა კოსმა. - „აიპრესი“) - განაცხადა ვუჩიჩმა.

ინტერვიუს დროს ავსტრალიაში ჩოგბურთში ღია პირველობის ფინალური შეხვედრა მიმდინარეობდა და წამყვანმა პრეზიდენტს ჰკითხა, ვის გულშემატკივრობდა.

„პოლიტიკური შეხედულებები სხვა საკითხია. რა თქმა უნდა, მე მთელი გულით ვუჭერ მხარს ჯოკოვიჩს. ის არა მხოლოდ ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, არამედ მას ცნობილს, პოპულარულს და წარმატებულს ხდის. ამისთვის მისი მარადიული მადლიერი ვარ“, - უპასუხა პრეზიდენტმა.