უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებში შეერთებული შტატები რუსეთის პოზიციას იკავებს და კიევისგან მთელი დონბასის დათმობას მოითხოვს.

"ამერიკელებიც და რუსებიც ამბობენ: თუ გსურთ, რომ ომი ხვალ დასრულდეს, დატოვეთ დონბასი", - განაცხადა ზელენსკიმ AFP-სთან ინტერვიუში.

ტერიტორიული საკითხები კვლავ მთავარ დაბრკოლებად რჩება მოსკოვსა და კიევს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით მიმდინარე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში.

რუსეთი მთელ დონბასზე აცხადებს პრეტენზიას, თუმცა მისმა ძალებმა მხოლოდ რეგიონის ნაწილზე დაამყარეს კონტროლი.

ამჟამად, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის ოლქის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებენ, ხოლო რუსულ ჯარებს ლუგანსკის ოლქი თითქმის მთლიანად ოკუპირებული აქვთ.