უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის შეცვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ზალუჟნი? ჩვენ გვჭირდება გადატვირთვა, ხელმძღვანელობის შეცვლა და არა მხოლოდ სამხედრო... გადატვირთვა, ახალი დასაწყისი ნამდვილად საჭიროა", - განაცხადა ზელენსკიმ. 

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ როდესაც გადატვირთვაზე საუბრობს, გულისხმობს მთავრობის ლიდერების მთელი რიგის როტაციას და არა მხოლოდ ერთ სექტორში. 

"ეს ეხება ერთზე მეტ ადამიანს და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებებს", - ამბობს ის.