ბრიტანული გამოცემა Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ემზადება, რომ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენოს.
გამოცემის ცნობით, 29 იანვარს, ზელენსკიმ უკრაინის მთავარსარდალს ომის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოზიცია შესთავაზა, რაზედაც ზალუჟნისგან უარი მიიღო.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკითხთან დაახლოებულ ოთხ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთანავე, გამოცემის თქმით, ზელენსკიმ ზალუჟნის განუმარტა, რომ მისი გადაწყვეტილების მიუხედავად, ახლანდელი თანამდებობიდან ზალუჟნი მაინც გათავისუფლდებოდა.
ამავე წყაროებზე დაყრდნობით Financial Times წერს, რომ ვინაიდან ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ ცნობები უკრაინულ მედიაში გუშინ უკვე გამოჩნდა, შესაძლოა, ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლება დროებით გადაიდოს.