ვაგრძელებთ მუშაობას როგორც უკრაინა-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას რამდენიმე კვირის წინ, ბაქოში ვიზიტის დროს შეთანხმებული ნაბიჯების განხორციელებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას როგორც უკრაინა-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად. გავცვალეთ ჩვენ პარტნიორებთან ჩვენი კონტაქტების დეტალები და შევთანხმდით შემდეგ ნაბიჯებზე. ერთად, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, მეტი ძალა მოვუტანოთ ჩვენს ხალხს“, – წერს ზელენსკი.