ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვისას განაცხადა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელმწიფოსა და ლიდერს, რომლებმაც მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთისადმი უკრაინის მიერ წარდგენილ წინადადებას, რაც სრულად ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს. დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტაზე ჩვენს წინადადებას მხოლოდ ახალი იერიშებითა და თავდასხმებით უპასუხა. მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველ საათში, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან – დონეცკის, ხარკოვის, დნიპროს, სუმის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან, – თავდასხმების შესახებ ცნობები შემოდის. რუსეთს, სამწუხაროდ, არავითარი კუთხით არ შეუჩერებია თავისი სამხედრო მოქმედებები. უკრაინა ანალოგიურად იმოქმედებს.
დღევანდელი ღამისა და ხვალინდელი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე განვსაზღვრავთ სრულად გამართლებულ საპასუხო ნაბიჯებს. რუსეთმა ჩვენგან მკაფიო წინადადება მიიღო იარაღის მდუმარებასთან და დიპლომატიასთან დაკავშირებით – და მან იცის, თუ როგორ დაუკავშირდეს უკრაინას ან ჩვენს პარტნიორებს, რათა დეტალებზე კოორდინაცია მოხდეს. თუკი მოსკოვში იმ ერთ პირს, რომელსაც ომის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მხოლოდ აღლუმი ადარდებს და სხვა არაფერი, ეს სხვა საკითხია. უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის სამუშაოდ. უკრაინას ცდილობს, რომ ეს ომი ღირსეულად დამთავრდეს. რუსეთმა იქამდე იბრძოლა, რომ ახლა მათი მთავარი აღლუმის გამართვაც ჩვენზეა დამოკიდებული და ეს მკაფიო სიგნალია: საკმარისია", - განაცხადა ზელენსკიმ.








