უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ახლა "კარტები" აქვს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული უკრაინული სამხედრო და საწარმოო ობიექტების წყალობით. ზელენსკიმ ამის შესახებ ირლანდიელ ბლოგერ კაილინ რობერტსონთან ინტერვიუში ილაპარაკა.
ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზე, რომ აშშ-მა დახმარებისთვის კონკრეტულად უკრაინას მიმართა,
ზელენსკიმ, კითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს ამ სიტუაციაში, უპასუხა: "კარგად".
"ახლა ეს ჩვენი ჯარისკაცების, შესანიშნავი ადამიანების, სხვადასხვა პროდუქციის დიდი რაოდენობის დამსახურებაა, რომელთა წარმოებაც ომის დაწყებიდან გავზარდეთ. ახლა ჩვენ მაღალი დონე გვაქვს. ამერიკელებმა გვთხოვეს და, რა თქმა უნდა, ვამაყობ, რომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს".
ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინას აქვს "კარტები", რომლებიც აქამდე არ გამოუჩენია.
"ვფიქრობ, ერთი წლის წინ მეც მქონდა, მაგრამ არ ვაჩვენეთ. ახლა კი ყველა ხვდება, რომ გვაქვს. დიახ, ეს სიმართლეა", - თქვა ზელენსკიმ.








