უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლა ყველაზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
„მომავალ კვირას ძალიან ბევრი სამუშაო იქნება, როგორც აქ, ისე ევროპასა და საუდის არაბეთში. ჩვენ ვამზადებთ შეხვედრას, რათა დავაჩქაროთ მშვიდობა და შევქმნათ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. დღეს, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა დონეზე გრძელდება პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან ყველაზე ინტენსიური კომუნიკაცია, რაც აქამდე ყოფილა. ბევრი სატელეფონო ზარია. თემა გასაგებია. მშვიდობა – რაც შეიძლება სწრაფად, უსაფრთხოების გარანტიები – რაც შეიძლება საიმედო“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მაქსიმალურად კონსტრუქციულადაა განწყობილი და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის ქვეყანას ეხმარება.
თარგმანი: პირველი არხი