უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 6 მარტს დაგეგმილ ევროკავშირის რიგგარეშე სამიტს დაესწრება.

ზელენსკი პირადად მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის რიგგარეშე სამიტში, სადაც ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. სამიტი 6 მარტს ბრიუსელში გაიმართება.

„ევროპეისკაია პრავდის“ ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ჩართულია სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებში, აღნიშნა, რომ ზელენსკის მიწვევა ანტონიუ კოშტამ გაუგზავნა.

„ჩვენ მივიღეთ დასტური, რომ პრეზიდენტი ზელენსკი პირადად ესტუმრება სამიტს“, – განაცხადა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ლანჩის დროს პირადად შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს.

თარგმანი: პირველი არხი