უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის დედაქალაქ პარიზს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საფრანგეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. მხარეები უკრაინისთვის გაწეული სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების, ასევე მიმდინარე ომის ფონზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.

პარიზში ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო დიპლომატიური აქტივობის ნაწილია, რომლის მიზანიც მოკავშირეებთან თანამშრომლობის გაღრმავება და უკრაინის მხარდაჭერის კიდევ უფრო კონსოლიდირებაა.

ვიზიტის დეტალები და ოფიციალური განცხადებები შეხვედრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.