უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან საუბრის დროს მხარეებმა მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების საკითხი განიხილეს. მან სატელეფონო საუბარს „კარგი“ და „მნიშვნელოვანი“ უწოდა.
„ეს იყო კარგი და მნიშვნელოვანი საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ გავააქტიუროთ დიპლომატიური ძალისხმევა და როგორ დავაახლოოთ მშვიდობა. მშვიდობა აუცილებელია – ღირსეული მშვიდობა, და უკრაინა ამისთვის დიდი ხანია, მზად არის. ჩვენი გუნდები კვლავ მჭიდრო კონტაქტზე რჩებიან, მათ შორის იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ყველაფერზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მადლობას ვუხდი სტივსა და ჯარედს მშვიდობის ხელშეწყობისთვის გაწეული პირადი ძალისხმევისთვის. ჩვენ მადლიერი ვართ პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკელი ხალხის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.










