უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ კიევი მიესალმება ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თურქეთში გამართვის იდეას.
მინისტრის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ თურქ პარტნიორებს უკვე გადასცა კონკრეტული წინადადებები ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ანდრეი სიბიგას თქმით, კიევი მზადაა, აღნიშნული შეხვედრა შედგეს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობით.
"ჩვენ მზად ვართ, თურქეთში ლიდერების შეხვედრისთვის ზელენსკი-პუტინის ფორმატში, ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ძალისხმევაში", – აღნიშნა მინისტრმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა თურქეთს მზადყოფნისთვის, უმასპინძლოს მაღალი დონის შეხვედრას, რომელიც, კიევის ხედვით, ომის დასრულების გზების ძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა შეიძლება გახდეს.




