უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა.
ზელენსკისთან ერთად ჩეხეთში მისი მეუღლე, ოლენა ზელენსკაც იმყოფება.
ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტი პეტრ პაველი დღეს, შუადღისას პრაღის ციხესიმაგრეში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ოლენა ზელენსკას უმასპინძლებს.
უკრაინის პრეზიდენტი პრაღაში ბოლოს 2023 წლის ივლისში იმყოფებოდა.