უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს შეხვდა.
შეხვედრა უინძორის სასახლეში გაიმართა.
„როგორც ყოველთვის, ძალიან კარგი აუდიენცია მქონდა გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-სთან. მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობას, ბრიტანელ ხალხს და მთელ გაერთიანებულ სამეფოს ჩვენი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
As always, a good audience with His Majesty King Charles III of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. I thank His Majesty, the people, and the entire United Kingdom for their ironclad support for our people.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 8, 2026
Photo: The Royal Family.@RoyalFamily pic.twitter.com/XVTc1Uebfn













