უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმის მოლაპარაკებების მონაწილეებს - შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და უკრაინას - დონბასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ აქვთ. ამის შესახებ ზელენსკიმ Bloombergnews-თან კომენტარში განაცხადა.

აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ "სამშვიდობო გეგმაზე" მას შემდეგ ისაუბრა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ "ცოტა იმედგაცრუებულია იმით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის წინადადება ჯერ არ წაუკითხავს".

ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის გეგმის ელემენტები საჭიროებს შემდგომ განხილვას რიგ "მგრძნობიარე საკითხებზე", მათ შორის ომისგან განადგურებული ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებსა და აღმოსავლეთ რეგიონებზე კონტროლზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს დონბასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.

"არსებობს შეერთებული შტატების, რუსეთისა და უკრაინის ხედვა და ჩვენ არ გვაქვს ერთიანი აზრი დონბასთან დაკავშირებით", - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ კიევი დაჟინებით მოითხოვს დასავლელი მოკავშირეებისგან, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ცალკე შეთანხმებას.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითქოს  რუსეთი, დათანხმდა "სამშვიდობო გეგმას", თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის არც კი წაიკითხა.