დავჯდები თუ არა პუტინთან სალაპარაკოდ? - არა! ომის დაწყებამდე რამდენიმეჯერ ვცადე ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვეწვია თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ვერცერთი ქვეყნის ლიდერმა ვერ შეძლო მისი დაყოლიება. რა მოხდება დღეს თუ შემომთავაზებენ მასთან საუბარს?! არა!  -განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მიმდინარე პრესკონფერენციაზე, სადაც ომის  წლისთავთან დაკავშირებით, ის საერთაშორისო მედიის შეკითხვებს პასუხობს. 

მისივე თქმით, რუსეთში არავინ არის, ვისთანაც დიალოგი შესაძლებელია. ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების ბოლომდე გვერდში დგომის შემთხვევაში, გამარჯვება შესაძლოა წელს, 2023 წელს დადგეს.

"დავჯდები თუ არა პუტინთან სალაპარაკოდ? - არა! ომის დაწყებამდე რამდენიმეჯერ ვცადე ის მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვეწვია თუმცა ეს ვერ მოხერხდა. ვერცერთი ქვეყნის ლიდერმა ვერ შეძლო მისი დაყოლიება. რა მოხდება დღეს თუ შემომთავაზებენ მასთან საუბარს?! არა! რუსეთში არავინ დარჩა ვისთანაც უნდა ვისაუბროთ. ჩვენი პოზიცია მყარია. რუსეთმა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან უნდა გაიყვანოს თავისი არმია და ჩვენი მოთხოვნები უნდა შეასრულოს. ჩვენს გვერდით დგას მთელი დასავლეთი. შევიმუშავეთ მშვიდობის ფორმულა და ეს თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

გუშინ გაეროს 141-მა წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენს ინიციატივას. გვინდა რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. პარტნიორები მაქსიმალურად გვეხმარებიან და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდზე დგას. უკრაინის გამარჯვება დემოკრატიული ღირებულებების გამარჯვებაა. თუ პარტნიორები ბოლომდე დაგვიდგებიან გვერდით, თუ ყველა კარგად შეასრულებს თავის მოვალეობას, მათ შორის ჩვენც, მაშინ ამ წელს გავიმარჯვებთ. ძალიან მინდა რომ ეს 2023 წელს მოხდეს. მთელი მსოფლიო გაერთიანდა. მსოფლიოს ვერცერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუძლებს ამ მასშტაბების მტერთან ომს. ამას  მხოლოდ ამერიკა შეძლებს, თუმცა საბედნიეროდ მათ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვთ. უკრაინა მარტო არ არის. პარტნიორები გვეხმარებიან. კარგად გვესმის რა უნდა პუტინს, კრემლს და მის სამხედრო ხელმძღვანელობას. თუ ყველა მაქსიმუმს გავაკეთებთ, გამარჯვება მალე დადგება. ჩვენს მხარეს სიმართლეა." განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.