რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ინდოეთში ვიზიტამდე India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ასეთი საკითხები არსებობს და ჩვენ ისინი განვიხილეთ, თუმცა ეს რთული სამუშაოა", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევას რთულ ამოცანად უწოდა.
უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისკენ აშშ-ის მცდელობების კომენტირებისას, მან განაცხადა, რომ აუცილებელია ამ საქმეში ჩართვა და არა ხელის შეშლა.
"ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში და ხელი არ შევუშალოთ" - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ვაშინგტონმა მოსკოვს სამშვიდობო გეგმის 28 პუნქტის 4 ნაწილად გაყოფა შესთავაზა.
"სწორედ ამ პუნქტების განხილვა მიმდინარეობს. უბრალოდ, მათ ეს 28 თუ 27 პუნქტი 4 ნაწილად გაყვეს და ამ 4 პაკეტის განხილვა შემოგვთავაზეს. მაგრამ, არსებითად ეს ისევ ის პუნქტებია", - განაცხადა პუტინმა.








