რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებას აუქმებს.
არსებული დოკუმენტი პარიზში 1990 წელს გაფორმდა, ხოლო 1999 წელს სტამბოლში, ეუთოს სამიტზე ხელი მოეწერა დოკუმენტის განახლებულ ვერსიას, რომლის რატიფიცირებაც მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ: რუსეთმა, ბელარუსმა, ყახაზეთმა და უკრაინამ განახორციელეს, თუმცა NATO-ს სხვა ქვეყნებმა განაგრძეს ისევ ძველი დებულებების დაცვა. ამის შედეგად რუსეთმა გადაწყვიტა ხელშეკრულების შეწყვეტა, ვიდრე NATO-ს ქვეყნები არ მოახდენდნენ ადაპტირებული დოკუმენტის რატიფიცირებას.
2015 წელს რუსეთმა შეწყვიტა საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობაც, თუმცა, იურიდიულად, ამ დრომდე მაინც ითვლებოდა ხელშეკრულების ხელმომწერ ქვეყნად. 2015 წლიდან საკონსულტაციო ჯგუფში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი ბელარუსია.