ასეთი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „საქმიანი რუსეთის" წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა
ვლადიმირ პუტინის თქმით, იგი გაკვირვებული იყო საქართველოს რეაქციით ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით.
„ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვა. ვფიქრობდი, რომ ყველა იტყოდა: აი, კარგია, მადლობა. არა, ამ საკითხზე რაღაც სრულიად გაუგებარი ალიაქოთი ატყდა. Ძალიან უცნაური. და უბრალოდ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მოულოდნელი. გვერდიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ: სულ შეიშალნენ ჭკუიდან, თუ რა? გაუგებარია, რა ხდება იქ მათთან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პუტინის დააზუსტა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მათ შორის შვებულებების სეზონის მოახლოებიდან გამომდინარე მიიღო. მან განმარტა, რომ სურდა მხარი დაეჭირა როგორც იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება სურთ, ასევე იმ რუსი ბიზნესმენებისა და მოქალაქეებისთვის, რომლებსაც უყვართ მეზობელი ქვეყანა.
„ჩვენ მზად ვართ, გზის ჩვენი ნაწილი გავიაროთ და როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ შემდეგ იმისდა მიხედვით, თუ როგორი რეაგირება ექნებათ ამაზე ჩვენ პარტნიორებს", - განაცხადა პუტინმა.
საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს და რა გზით წავიდეს, - დასძინა ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა