რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კრემლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
დეკლარაციის თანახმად, მოსკოვი და ასტანა შეთანხმდნენ, შეინარჩუნონ ყველა დონეზე პოლიტიკური კონტაქტების მაღალი დინამიკა. რუსეთი შეასრულებს ვალდებულებებს ყაზახეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მხარეები გეგმავენ ბაიკონურის კოსმოდრომზე თანამშრომლობის განვითარებას. მხარეები აღნიშნავენ, რომ „დაუშვებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა სხვების საზიანოდ და ემხრობიან მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას“. დეკლარაციის თანახმად, რუსეთი და ყაზახეთი მხარს უჭერენ ევრაზიაში თანასწორი და ერთიანი უსაფრთხოების არქიტექტურის უზრუნველყოფას და მზად არიან, იმუშაონ ინტეგრაციულ პროცესებზე, მათ შორის სავაჭრო ურთიერთობების ლიბერალიზაციაზე. რუსეთი და ყაზახეთი თანხმდებიან, რომ შექმნიან პირობებს ენერგორესურსების შეუფერხებელი ტრანსპორტირებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის.
თარგმანი: პირველი არხი




