რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრას ეჭვქვეშ აყენებს და უკრაინის ხელისუფლებას ტერორისტებს ადარებს.
„კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. ამასთან, ითხოვენ შეხვედრას უმაღლეს დონეზე. ასეთ პირობებში როგორ ჩავატაროთ მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ, ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ფსონს ტერორიზმზე, ტერორისტებზე დებს? და რისთვის წავახალისოთ საბრძოლო მოქმედებებში ამოსუნთქვის საშუალების მიცემით?“ – განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა ასევე დაადანაშაულა უკრაინის მოკავშირეები „ტერორიზმის დასპონსორებაში“.
„უკრაინას არ სჭირდება მშვიდობა. კიევის ხელმძღვანელობას არ გააჩნია ელემენტარული პოლიტიკური კულტურა – თავს უფლებას აძლევენ, შეურაცხყოფა მიაყენონ თავს, ვისთანაც მოლაპარაკებას ცდილობენ“, – აღნიშნა პუტინმა.
თარგმანი: პირველი არხი