რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ "ალანია მოლში" აფეთქება მოხდა.

პირველი ცნობები, რომ ადგილობრივი დროით 8:30 საათისთვის სავაჭრო ცენტრში მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რუსულმა Telegram არხებმა გაავრცელეს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ცნობით, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაშავდა ცხრა ადამიანი.

წინასწარი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.