ვიქტორ ორბანის პარტიის წევრებმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების განსახილველად დანიშნულ პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს.

Bloomberg-ის ცნობით, უნგრეთის პარლამენტს რატიფიცირების შემდეგი შესაძლებლობა 26 თებერვალს ექნება, როცა უნგრეთის პარლამენტი ზამთრის შესვენებიდან დაბრუნდება.

უნგრეთი NATO-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება არ მოუხდენია.