ასეთი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გუშინ, უნგრეთის პარლამენტში გააკეთა
„უნგრეთი მანამ არ დაუჭერს მხარს უკრაინას არავითარ საერთაშორისო საკითხში, სანამ არ აღდგება კანონები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ იმიერკარპატელი უნგრელების უფლებებს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის პარლამენტში საშემოდგომო სესიის გახსნისას.
უკრაინელები წლებია ავიწროებენ უნგრულ სკოლებს, უნდათ გადააქციონ ისინი უკრაინულ სკოლებად და თუ ეს არ გამოვა, დახურონ. უნგრეთის მთავრობა ყველა საერთაშორისო ფორუმზე იბრძვის იმიერკარპატელი უნგრელების, განსაკუთრებით ბავშვების უფლებებისთვის, - თქვა ვიქტორ ორბანმა.