ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადების საპასუხოდ წერს.
„ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა თქვა, რომ „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაა“. ბატონო პრეზიდენტო, თავს უფლებას ვაძლევ, არ დავეთანხმო ამ მოსაზრებას. ევროკავშირის წევრობა არ არის უსაფრთხოების გარანტია. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. თუ ეს ნამდვილად უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია იქნებოდა, მაშინ ფინეთს ნატო-ში გაწევრიანების არანაირი მიზეზი არ ექნებოდა. უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება ჩვენს კავშირს არ გააძლიერებს, ეს ომის საფრთხეს შემოიტანს. ჩვენ ვთავაზობთ უფრო გონივრულ მიდგომას“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
According to President @alexstubb, “the strongest security guarantee is Ukraine’s membership in the EU.”
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) September 11, 2025
Mr. President, I beg to differ. EU membership is not a security guarantee; it is a merit-based process. If it truly were “the strongest security guarantee,” then Finland…