უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრელებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ ისეთ პარტიებს შორის, რომელთაგან ერთ-ერთიც პირველ ადგილზე აყენებს საკუთარ ქვეყანას, ხოლო მეორე ევროკავშირთან და ნატო-სთან უფრო მჭიდროდ დააკავშირებს და ქაოსისა და სიღარიბისკენ წაიყვანს.
„ნათელია, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით უნგრეთს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს. ჩვენ მათ შორის არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ორივე შესაძლებელია. პირველი ვარიანტი არის ბრიუსელის პოლიტიკასთან შეერთება. ვფიქრობ, ეს იქნება კატასტროფული და ქვეყანას ქაოსამდე და სიღარიბემდე მიიყვანს. ჩვენ უნგრულ ვაგონს უბრალოდ ევროპულ მატარებელს მივამაგრებდით“, – თქვა ორბანმა.
თარგმანი: პირველი არხი