უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირს ქვეყნებისგან ეროვნული ინტერესების დათმობა სურს.

პარტია „ფიდესის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ უნგრეთის საგარეო პოლიტიკა, ბრიუსელის ნაცვლად, ბუდაპეშტში უნდა წყდებოდეს.

„ბრიუსელი ცენტრალიზაციას სასიამოვნო ჟღერადობის სიტყვებისგან შემდგარ „მყუდრო საბანში“ ფუთავს.

„საერთო საგარეო პოლიტიკა“ საკმაოდ უვნებლად ჟღერს, ვიდრე არ გააცნობიერებ, რომ ეს საკუთარი ეროვნული ინტერესების დათმობას გულისხმობს. უნგრეთის საგარეო პოლიტიკა ბუდაპეშტში უნდა განისაზღვროს და არა ბრიუსელში. სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი არ არის“, – წერს ვიქტორ ორბანი.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ვიდეო სათაურით – „მე დავბრუნდი“ და განაცხადა, რომ ბრძოლისთვის მზად არის.

შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 36.7% მიიღო და 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა. 12 აპრილს ჩატარებულ არჩევნებში კი პირველი ადგილი 55.25%-ით პეტერ მადიარის პარტია „ტისამ“ დაიკავა.