ამის შესახებ უნგრული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ფიდესის“ ყრილობის დელეგატებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ხელისუფლების სათავეში 16 წლის განმავლობაში იყო, კვლავ პარტიის თავმჯდომარე იქნება.
ორბანს კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირა 729 დელეგატმა, რვამ კი თავი შეიკავა.
ყრილობაზე სიტყვით გამოსულმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ არასდროს დანებდება და შემდეგ ჩამოთვალა ის მიზეზები, რამაც, მისი აზრიოთ, აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხება განაპირობა.
მსურს „ფიდესი“ ახალგაზრდებს ისე გადავცე, რომ პარტიას ბრძოლის შანსი ჰქონდეს. „მე არ გიღალატებთ“ და მე არც ფული და არც საერთაშორისო აღიარება არ მსურს, მე მხოლოდ სამშობლოს მსახურება მსურს, - განუცხადა ორბანმა დელეგატების კენჭისყრის წინ სიტყვით გამოსვლისას.




