"ბიძინა ივანიშვილი სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში იგი თავის ფულს საქართველოში გადაიტანს", – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რომლითაც ოფშორებიდან საქართველოში კომპანიის გადმოტანაზე გადასახადი უქმდება.
ევროპარლამენტარის თქმით, ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს.
„ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს. ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მასობრივად გააყალბებს მომავალ არჩევნებს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ", - წერს ევროპარლამენტარი.
Bidzina Ivanishvilli beugt vor: Im Falle von Sanktionen muss er sein Geld zurück nach 🇬🇪 holen. Dafür gibt’s nun die gesetzliche Grundlage.
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) April 18, 2024
Viele vermuten, dass 🇬🇪Regierung die kommenden Wahlen massiv fälschen wird, was wiederum Sanktionen gg Ivanishvilli auslösen dürfte. https://t.co/d9pWGLPcHf
საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონის" განხილვის პარალელურად, დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში (ოფშორული ზონა) რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.