ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორ გერტ იან კოოპმანსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართა, რომ "ქართულ ოცნებას" მოსთხოვონ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შეწყვეტა და უთხრან, რომ რუსული კანონი გაიწვიონ.
"გთხოვთ გამოიყენეთ ეს ვიზიტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უთხრათ, შეწყვიტონ საკუთარი ხალხის ცემა. აღარ მოხდეს ძალადობა და დაუნდობლობა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. უთხარით, რომ გაიწვიონ რუსული კანონი - აღარანაირი კარგი პროექტები და ბედნიერი ფოტოები საქართველოს მაღალჩინოსნებთან." – წერს ფონ კრამონი.
შემდეგ ფონ კრამონი გამოეხმაურა ევროპული კომისიის ვიცეპრეზიდენტის ღირებულებებსა და გამჭვირვალობაში, ვერა იოუროვას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გადაღებულ ფოტოს და აბსურდი უწოდა.
"ეს ფოტოები სრული აბსურდია მას შემდეგ, რაც საქართველოში ამჟამად და ბოლო კვირების განმავლობაში ხდება. ევროპულ კომისიასა და ვერა იოუროვას ვთხოვ, შეიმუშაოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ მესიჯების ნაცვლად. ევროკავშირს აქვს ინტერესი მხარი დაუჭიროს და გადაარჩინოს დემოკრატიული პარტნიორები საქართველოში." – წერს ევროპარლამენტარი.
Those pictures are completely absurd after what’s happening in 🇬🇪 at the moment and for the last weeks.
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) May 1, 2024
Please @EU_Commission and @VeraJourova set up sanctions against Bidzina Ivanishvilli instead of these messages.
EU has an interest to support & save democratic partners in 🇬🇪 https://t.co/AJ8UoDjZem