ამერიკელებს პრეზიდენტად პუტინი სურთ, მაგრამ ის ჩვენ გვყავს! - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა სახელმწიფო დუმის სხდომაზე განაცხადა.
„ამერიკაში სურთ, რომ პრეზიდენტად პუტინი ჰყავდეთ. მაგრამ არ ჰყავთ! ის ჩვენ გვყავს! მათ კი ბაიდენი ჰყავთ”, - განაცხადა ვოლოდინმა.
სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ასევე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის მომავალი მხოლოდ პუტინთან ერთად არის, ვინაიდან რუსეთი მასთან ერთად „განვითარდება“ და „ძლიერი იქნება“.
ვოლოდინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა უნდა დააფასონ, რომ „პუტინმა საჯაროობის, შეჯიბრების, კონკურენციის გარემო შექმნა“, მაგრამ ამავდროულად საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ და მხოლოდ პუტინს მისცენ ხმა.