უნგრეთიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ლიბანზეც გავრცელების შესახებ დაპირება აშშ-ს არასდროს არ გაუცია და ეს ირანელების მხრიდან „გაუგებრობა“ იყო.

„პირველ რიგში, მე ვფიქრობ - აქ ბევრი არაკეთილსინდისიერი პროპაგანდაა - რომ ეს გაუგებრობის შედეგია. ვფიქრობ, ირანელებს ეგონათ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზეც გავრცელდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩვენ არასდროს მიგვიცია ეს დაპირება. ჩვენ არასდროს მიგვითითებია, რომ ასე იქნებოდა. ჩვენ ვთქვით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირანსა და ამერიკის მოკავშირეებზე, როგორც ისრაელზე, ასევე სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებზე იქნებოდა ორიენტირებული“, - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს და განაგრძო: 

„თუ ირანს სურს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს იმ კონფლიქტში, სადაც მას აკრიტიკებენ ლიბანის გამო, რომელსაც მათთან არანაირი კავშირი არ აქვს და რომელიც, შეერთებული შტატების თქმით, არასდროს ყოფილა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი, მაშინ ეს, საბოლოო ჯამში, მათი არჩევანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უგუნურებაა, მაგრამ ეს მათი არჩევანია“.