ვენესუელის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და სილია ფლორესის ადგილსამყოფელი უცნობია.
ოფიციალური მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში როდრიგესი ვენესუელის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და პორტებზე თავდასხმების შემდეგ აშშ-ის მთავრობისგან დადასტურებას მოითხოვს, რომ მადურო და მისი მეუღლე ცოცხლები არიან.
„ლიბერატადორზე“ (სამხედრო აეროდრომი ვენესუელაში - „აიპრესი“) თავდასხმა მოხდა. ჩვენ არ ვიცით პრეზიდენტ მადუროს ადგილსამყოფელი. ჩვენ დონალდ ტრამპისგან ვითხოვთ მტკიცებულობებს, რომ ის ცოცხალია. „ხალხო, გამოდით ქუჩაში!“ - განაცხადა მან.




