2026 წელი მსოფლიოსთვის ახალი შეიარაღებული კონფლიქტით დაიწყო. რამდენიმე საათის წინ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას დაარტყა.
CBC News-ის ინფორმაციით, ოპერაციის დაწყება უფრო ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა ცუდი ამინდის გამო გადაიდო. პარალელურად, ვენესუელის სახელმწიფო ტელეკომპანია, მთავრობის განცხადებას ავრცელებს. ოფიციალური კარაკასი გმობს ვაშინგტონის აგრესიას ვენესუელის ტერიტორიისა და მოსახლეობის წინააღმდეგ, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე. ვენესუელის მთავრობამ შტატები დაადანაშაულა სტრატეგიული რესურსების, განსაკუთრებით ნავთობისა და მინერალების მითვისების მცდელობაში.
"ვენესუელა უარყოფს, გმობს და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ამხელს ამერიკის მთავრობის მძიმე სამხედრო აგრესიას ვენესუელის ტერიტორიისა და მოსახლეობის წინააღმდეგ, კარაკასის, ასევე მირანდას, არაგუასა და ლა-გუაირას შტატების სამოქალაქო და სამხედრო რაიონებში. ეს აქტი წარმოადგენს გაეროს წესდების, კერძოდ კი 1-ლი და მე-2 მუხლების უხეშ დარღვევას. მსგავსი აგრესია საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში, და სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. ამ თავდასხმის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა ვენესუელის სტრატეგიული რესურსების, განსაკუთრებით ნავთობისა და წიაღისეულის ხელში ჩაგდება და ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის ძალით გატეხვა. ქალაქებში სამხედრო ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ცხადდება საგანგებო მდგომარეობა. გადავდივართ შეიარაღებულ ბრძოლის მდგომარეობაში უნდა მობილიზდეს, ყველა ვენესუელელი. ქვეყანას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავთ, როგორც ეს ადრეც გაგვიკეთებია,"- აღნიშნულია ვენესუელის მთავრობის განცხადებაში.
შეიარაღებული თავდასხმიდან რამდენიმე საათში, დონალდ ტრამპა განცხადება გაავრცელა:
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა მასშტაბური დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს.
ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავებთან ერთად ჩატარდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს, დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება პრესკონფერენცია. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!"- წერს დონალდ ტრამპი.




