"საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი დამატებითი და შესაბამისი ქმედებები. ვიდრე გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას, „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დახმარების პროგრამები შეჩერდება", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პატელმა აღნიშნა, დახმარების პროგრამები შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გამორჩეულად გამომწვევ მომენტშია, აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხისა და მათი მისწრაფებების ერთგულება მყარია. ჩვენ გავაგრძელებთ ისეთი პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელთაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით. ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი დამატებითი და შესაბამისი ქმედებები. ვიდრე გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას, „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო დახმარების პროგრამები შეჩერდება. ზოგიერთ შემთხვევაში დახმარების პროგრამები შეიძლება შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე“, – აღნიშნა პატელმა.