შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში "უცხოური გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, აშშ მხარს უჭერს ხალხის უფლებას მშვიდობიანი პროტესტისა და დემონსტრაციის შესახებ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები უნდა იყოს მშვიდობიანი და გმობენ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამ პროტესტს ძალადობრივ სახეს მისცემდა.
"მსგავსი საკანონმდებლო აქტივობა ღრმად პრობლემურია და შეუსაბამოა ევროკავშირის მისწრაფებებთან. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცაზე, რაც ანადგურებს მედია ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და სხვა საკითხებს“, – განაცხადა პატელმა.