რომის პაპის, ფრანცისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად კრიტიკული აღარ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ვატიკანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, თუმცა არა კრიტიკულად მძიმე.

შეგახსენებთ, რომის პაპი სუნთქვის გართულებით საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს. მას ფილტვების ანთება აქვს.

პონტიფიკოსი საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

თარგმანი: პირველი არხი