მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას, – წერს სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ფონ დერ ლაიენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის მხარდაჭერას ეხმიანება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად უყარონ კენჭი კანონპროექტს.
„მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის აბსოლუტურად პოზიტიურ გადაწყვეტილებას. უკრაინა იმსახურებს ყველანაირ მხარდაჭერას, რომელიც შეუძლია, მიიღოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ახლა ჩვენ ვთხოვთ აშშ-ის სენატს, რაც შეიძლება სწრაფად დაუჭიროს მხარი, რადგან სიცოცხლე საფრთხეშია. ტრანსატლანტიკური მოკავშირეები გაერთიანებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 60,8 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.