ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კირ სტარმერის მიერ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.
„ბევრ ლიდერს შეიძლება, წლები დასჭირდეს, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში ისეთ სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს, როგორიც თქვენ გახდით. თქვენი წყალობით, ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოება უფრო ძლიერია. გმადლობთ, ძვირფასო კირ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ განაცხადა. გადადგომის გამოცხადებამდე სტარმერმა აღნიშნა, რომ მემკვიდრეობით მიიღო ლეიბორისტული პარტია, რომელიც „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ იყო. კირ სტარმერი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების მოწესრიგებული გადაცემის უზრუნველსაყოფად და თავის მემკვიდრეს სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს.
It can take many leaders years to grow into the statesman you became in just two years.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 22, 2026
European and Ukrainian security is stronger because of you.
Thank you, dear Keir. pic.twitter.com/XkX53ZEG4b








