ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას ეხმიანება.
"გუშინ ღამით რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნეც როგორც სამთავრობო შენობები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის იყო.
კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს.
ევროპა სრულად უჭერს მხარს უკრაინას.
ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ვქმნით უსაფრთხოების ხანგრძლივ გარანტიებს და ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად.
მკვლელობები უნდა დასრულდეს", - წერს ფონ დერ ლაიენი.
Last night, Russia launched one of the largest drone and missile strikes on Ukraine, targeting government buildings and civilian homes alike.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) September 7, 2025
Once again, the Kremlin is mocking diplomacy, trampling international law and killing indiscriminately.
Europe stands, and will continue…