ევროპული დედაქალაქები მუშაობენ საკმაოდ ზუსტ გეგმაზე უკრაინაში ჯარების პოტენციური განლაგებისთვის, როგორც კონფლიქტის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილის, რომელსაც შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა უსრულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა  Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, ჯარების შესაძლო განლაგების "მკაფიო საგზაო რუკა" არსებობს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფონ დერ ლაიენმა ეს განცხადება რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნებში მოგზაურობისას გააკეთა.

"უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად აუცილებელია. ჩვენ გვაქვს მკაფიო საგზაო რუკა. ჩვენ თეთრ სახლში შეთანხმებას მივაღწიეთ. და ეს სამუშაო ძალიან კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან თქვა, რომ დედაქალაქები "მრავალეროვანი ჯარების განლაგებისა და ამერიკული მხარდაჭერის" გეგმებზე მუშაობენ.

"პრეზიდენტმა ტრამპმა დაგვარწმუნა, რომ ამერიკული ყოფნა მხარდაჭერის ნაწილი იქნებოდა. ეს ძალიან ნათელი იყო და არაერთხელ დადასტურდა", - თქვა მან.

Financial Times -ის ცნობით, ჯარების შემადგენლობაში შესაძლოა ათიათასობით ევროპელი ჯარისკაცი შევიდეს, აშშ-ის მხარდაჭერით, მათ შორის სამეთაურო და კონტროლის სისტემებით, დაზვერვითა და სათვალთვალო აქტივებით.

ეს შეთანხმება ტრამპის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე მიაღწიეს.