ევროპა მიესალმება დონალდ ტრამპის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მოვუწოდებთ ირანს, სერიოზულად ჩაერთოს სანდო დიპლომატიურ პროცესში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში სტაბილურობის აღდგენისკენ.
"ევროპა მიესალმება დონალდ ტრამპის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონში სტაბილურობის აღდგენისკენ. ეს ჩვენი კოლექტიური პრიორიტეტი უნდა იყოს. მოვუწოდებთ ირანს, სერიოზულად ჩაერთოს სანდო დიპლომატიურ პროცესში, რადგან მოლაპარაკებების მაგიდა კვლავ ერთადერთ სიცოცხლისუნარიან გზად რჩება", – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
Europe welcomes the announcement of a ceasefire by President Trump.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 24, 2025
It’s an important step towards restoring stability in a region in tension.
This must be our collective priority.
We call on Iran to engage seriously in a credible diplomatic process.
Because the negotiating…