ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, რომ ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს. 

"პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს ვესაუბრე ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით.

მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ისრაელის უფლება, დაიცვას თავი და საკუთარი ხალხი. ამავდროულად, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით და იმუშაონ სიტუაციის დეესკალაციაზე.

დიპლომატიური ძალისხმევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. " - წერს  ურსულა ფონ დერ ლაიენი - X-ზე.